აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დისლოცირებული რუსული ბაზის სამხედრო მოსამსახურეებს სწავლება ჩაუტარდათ.
სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, წვრთნები სამხედრო ბაზის სადაზვერვო ქვედანაყოფებს წებელდის მთიან პოლიგონზე ჩაუტარდათ, სადაც მათ "დამალული იმიტირებული მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფები გაანეიტრალეს", წერს "აფსნიპრესი".
ამავე ცნობით, სასწავლო ღონისძიებაში სამხრეთის სამხედროს ოლქის 100 - მდე სამხედრო და 30 ერთეული სამხედრო ტექნიკა იყო ჩართული.
მასალის გამოყენების პირობები