ბოლო ოთხ თვეში სამეგრელოში საშუალო თვიური ხელფასი 1 375.7 ლარია - საქსტატი
სამეგრელო-ზემო სვანეთში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ნომინალურმა ხელფასმა 1375, 7 ლარი შეადგინა.
ამ მონაცემით რეგიონი საქართველოში მეექვსე ადგილზეა.ამის შესახებ საქსტატის ანგარიშში ვკითხულობთ. საუბარია 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებზე.
ამავე ცნობით, 2023 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.7 პროცენტით (270.1 ლარით) გაიზარდა და 1 716.6 ლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის თანახმად, 2023 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 375.7 ლარით, ხოლო კაცების - 2 053.4 ლარით განისაზღვრა.
მასალის გამოყენების პირობები