დღეს, თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში, ცხოველთა მოყვარულები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან, ცხოველებზე
ძალადობის გახშირებული ფაქტების დასაგმობად. აქციას ზუგდიდშიც შეუერთდებიან. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს ადგილობრივი მოხალისეები აქვეყნებენ. ისინი მსურველებს მოუწოდებენ 19 საათზე დადიანების სასახლეთა ეზოსთან შეიკრიბონ და ხმა მიაწვდინონ შესაბამის ადგილობრივ უწყებებს, მიუსაფარი ცხოველების სასტიკი მოპყრობისგან დასაცავად.
"დაიცავი შენი სხვისი მიკედლებული, სანამ იგივე პრობლემა შეგეხება შენ და შენს მიკედლებულს", - ასეთია დღეს დაგეგმილი აქციის სლოგანი.
ცხოველებზე ძალადობის გახშირებული ფაქტების გამო უფლებადამცველები კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვენ. შესაბამის ცვლილებებს პარლამენტიც ამზადებს.
მასალის გამოყენების პირობები