აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა, წერს "აფსადგილ ინფო". ამავე ცნობით, გაგრის რაიონში ლიანდაგების
ნაწილზე გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. "აფხაზეთის რკინიგზის" პრესსამსახურის ცნობით, მატარებლები რუსეთიდან სოხუმამდე გრაფიკით იმოძრავებენ.
14 ივნისს გაგრაში მოსული ძლიერი წვიმების გამო მატარებლების მოძრაობა შეჩერდა. წვიმამ რკინიგზის ლიანდაგები და საყრდენები, ასევე "რესპუბლიკური მაგისტრალის" მონაკვეთი, რამდენიმე სახლი და სასტუმრო დააზიანა. საავტომობილო გზის ნაწილი ნაწილობრივ გადაკეტილი იყო.
მასალის გამოყენების პირობები