სოხუმის "პროკურატურამ" იზოლატორში დაკავებულის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სოხუმის ე.წ. პროკურატურა, რუსლან აგრბას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს. მამაკაცი "შს სამინისტროს "დროებითი მოთავსების იზოლატორში გარდაიცვალა, წერს "აფსნიპრესი".
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "გენერალური პროკურატურის" განცხადებით, აგრბას ცხედარი "თვითმკვლელობის ნიშნებით", შემთხვევის ადგილზე 19 ივნისს მისულმა ოპერატიულმა - სამძებრო ჯგუფმა იპოვა.
ამავე ცნობით, მამაკაცი ნარკოტიკების შეძენა - შენახვის ბრალდებით 16 ივნისს დააკავეს. 19 ივნისს სოხუმის "საქალაქო სასამართლომ" აგრბას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
"შემოწმების შედეგების მიხედვით მიიღება საპროცესო გადაწყვეტილება და ცნობილი გახდება დამატებითი ინფორმაცია", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები