ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მოძრაობა დაწესებული სპეციალური რეჟიმის მიხედვით განხორციელდება.
ამავე ცნობით, დღეს დილას რიკოთზე მოძრაობის შეზღუდვა ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოსულმა
მიწის შვავმა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები