წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა.
ინფორმაციას წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლი და ოჯახის ერთ-ერთი წევრი შეუძლოდ გახდა.
ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, სახანძრო მანქანა და საპატრულო პოლიცია.
მასალის გამოყენების პირობები