ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ბადრი ესებუასთვის
13 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს, როგორც დაცვის მხარე, ასევე პროკურატურა.
სააპელაციოში საქმის წაღების სხვადასხვა მიზეზი აქვთ მხარეებს. ბრალდება მიიჩნევს, რომ ესებუასთვის უმკაცრესი სასჯელის ზომის მისჯაა საჭირო. შესაბამისად, სააპელაციოს პროკურატურა სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით მიმართავს. განცხადება უწყებამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.
თავის მხრივ, ესებუას უფლებადამცველები სასჯელის სრულად გაბათილებას მოითხოვენ, რაც სააპელაციოში საჩივრის საფუძველი გახდება.
ესებუას მიმართ წარდგენილი რამდენიმე მუხლიანი ბრალისთვის უმაღლესი სასჯელი 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები