დღეიდან, 25 ივნისიდან, ენგურის ხიდი დაიკეტა.
როგორც გალის მცხოვრებლებმა რადიო
"ათინათს" უთხრეს, ენგურზე მიმოსვლის დროებით შეზღუდვას, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებენ.
ამავე ცნობით, შეზღუდვები წესდება "ფსოუზე" განთავსებულ ე.წ. საკონტროლო - გამშვები პუნქტის კვეთაზეც.
ამ ეტაპზე სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის კვეთა მოქალაქეებს ცალმხრივად, ანუ გალის მიმართულებით შეუძლიათ. სავარაუდოდ, ე.წ. საგუშაგოზე შეზღუდვა არ შეეხება ენგურჰესის თანამშრომლებსა და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებს.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას დავალებით, ოკუპირებულ აფხაზეთში "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს" მდინარე ენგურზე და ფსოუს ე.წ. საკონტროლო - გამშვებ პუნქტებზე კონტროლის გაძლიერება დაევალა , "რუსეთის ფედერაციაში შექმნილ გარემოებებთან დაკავშირებით".
ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა დროით შეზღუდა აფხაზურმა მხარემ სამეგრელო - აფხაზეთის ე.წ.ადმინისტრაციულ საზღვარზე მიმოსვლა.
ამავე თემაზე:
ენგურზე და ფსოუზე კონტროლს გააძლიერებენ
მასალის გამოყენების პირობები