მალიკოვი და სხვა რუსი შემსრულებლები ოკუპირებულ აფხაზეთში იმღერებენ - "მოსკოვის საჩუქარი სოხუმის დღისთვის"
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ესტრადის ვარსკვლავები: დმიტრი მალიკოვი, ანა სემენოვიჩი და დარია ანტონიუკი ჩავლენ, რომლებიც "სოხუმის დღისადმი" მიძღვნილ საზეიმო კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას. ინფორმაციას
ინტერნეტ გამოცემა "აფსადგილ ინფო" ავრცელებს.
ამავე ცნობით, ღონისძიება, რომელიც მოსკოვის მთავრობის მიერ არის ორგანიზებული, 7 ივლისს შედგება.
სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 2016 წლიდან, "სოხუმის დღე" ყოველწლიურად ივლისის პირველ შაბათს აღინიშნება.
ქალაქი სოხუმი 2500 წელზე მეტი ხნისაა.
მასალის გამოყენების პირობები