7 - 8 და 9 ივლისს, ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი
F5 გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი პოეტები, მწერლები, კინომცოდნეები და მუსიკოსები.
ამის შესახებ ინფორმაციას
სოციალურ ქსელში ორგანიზატორები ავრცელებენ.
,,თანამედროვე სახელოვნებო პროცესი და აქტივობა ხშირად ცენტრალიზებულია და არ სცდება თბილისსა და რამდენიმე ტურისტულ ცენტრს. მიუხედავად, ისტორიულ-კულტურული კონტექტისა, სხვადასხვა საინტერესო აქტივობისა, არც ზუგდიდია გამონაკლისი ამ მიმართულებით და ადგილობრივი კულტურული პროცესი მეტად პასიურია. „F5“ მიზანია სახელოვნებო პროცესის დეცენტრალიზაცია და ახალგაზრდა ხელოვანების ჩართულობით რეგიონში კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების ხელშეწყობა'', - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ორგანიზატორების ცნობით, ფესტივალს ტრადიციულად ორი მიმართულება ექნება - ლიტერატურული და მუსიკალური ნაწილი. ფესტივალის ლიტერატურული ნაწილის მონაწილეები იქნებიან: ლია სტურუა, ზურაბ ქარუმიძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, ზურა ჯიშკარიანი, ეკატერინე ტოგონიძე, ბექა ადამაშვილი, თუთა ჯგუშია, გიო ლომიძე, ნატალია ტროხიმი, გიორგი კეკელიძე, ხათუნა ცხადაძე, გაგა ნახუცრიშვილი, ნატა ლომოური, ზეინაბ სარია, თემურ ელიავა, ნინი შველიძე, ბესიკ არახამია, ანა ჯავახიშვილი და ხათუნა გოგია.
საფესტივალო დღეების დასკვნითი, მუსიკალური ნაწილის მასპინძლები იქნებიან ალექსანდრე ხარანაული, VAQO, Keren Batok (ìsotopia);
ფესტივალის ორგანიზატორები არიან: ნიკა ლაშხია და გიორგი შონია. ფესტივალი პირველად 2018 წელს ჩატარდა.
ფესტივალ F5-ს პროგრამა
7 ივლისი
ლიტერატურული პროგრამა:
17:00 საათი: ლია სტურუას პოეტური სიტყვა - დუენდეს ქართული ვარიაცია. შეხვედრა ლია სტურუასთან. მოდერატორი: ზეინაბ სარია;
17:30 საათი: აპოკალიფსის მოლოდინში. შეხვედრა ზურა ჯიშკარიანთან. მოდერატორი: გიორგი შონია;
18:00 საათი: თუთა ჯგუშიას წიგნის "კარგად ყოფნის წესები" წარდგენა.
18:30 საათი: ღვთისშვილები ქართულ მითოლოგიაში. შეხვედრა გიორგი არაბულთან. მოდერატორი: გვანცა ჯობავა;
19:00 საათი: დიდი მასწავლებლები; შეხვედრა ანა კორძაია- სამადაშვილთან; მოდერატორი: ნატა ლომოური;
20: 30 საათი - მუსიკა: Keren Batok (ìsotopia);
8 ივლისი
ლიტერატურული პროგრამა:
17:00 საათი: ზურაბ ქარუმიძის ახალი წიგნის - "ექსოდოსის" წარდგენა. მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია;
17:30 საათი: მთარგმნელი, როგორც ავტორი – შეხვედრა ხათუნა ცხადაძესთან
18:00 საათი: გიორგი ჩუთლაშვილის ხსოვნის საღამო; მის შემოქმედებაზე ისაუბრებენ: ზვიად კვარაცხელია, ნიკა ლაშხია, გიორგი შონია და გიო ლომიძე;
18:30 საათი: ნათია გიორგაძის ახალი წიგნის – "ღმერთის დიაპაზონი" წარდგენა. მოდერატორი: ხათუნა გოგია;
19:00 საათი: ლიტერატურიდან კინოში ნასესხები ფორმები და კონცეფციები. შეხვედრა ნინი შველიძესთან.
19:30 საათი: პოეტური საღამო - ანა ჯავახიშვილთან და გიო ლომიძესთან. მოდერატორი: ნიკა ლაშხია;
20:30 - მუსიკა: ალექსანდრე ხარანაული;
9 ივლისი:
17:00 საათი: გიორგი კეკელიძის წიგნის "ვარსკვალი სახელად ვარსკვლავი" წარდგენა. მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია;
17:30 საათი: წარსული, როგორც მომავლის ხმა. შეხვედრა ეკატერინე ტოგონიძესთან. მოდერატორი: ანა კორძაია-სამადაშვილი;
18:00 საათი: რაზე ვიცინით, როცა ლიტერატურაზე ვიცინით ხოლმე. შეხვედრა ბექა ადამაშვილთან.
18:30 საათი: პოეზია ომში. შეხვედრა ნატალია ტროხიმთან. მოდერატორი: გაგა ნახუცრიშვილი;
19:00 საათი: თემურ ელიავას ახალი წიგნის – "ყვავების ფოსტა" წარდგენა, მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია;
19:30 საათი: XIX საუკუნის მეორე ნახევრის ლიტერატურული ცხოვრება სამეგრელოში. ბესიკ არახამიას ლექცია
20:30 საათი - მუსიკა: VAQO ;
გელოდებით, 7-8-9 ივლისს ზუგდიდი მოლში!
დასწრება თავისუფალია!
ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი მხარდამჭერები არიან:
გამომცემლობა "ინტელექტი",
სულაკაურის წიგნის მაღაზია,
მწერალთა სახლი.
ფესტივალის გენერელური სპონსორები:
"არებატო ფილმს";
ლუდი ნატახტარი;
მაკდონალდსი;
სპონსორები:
"ჯი ჯი პოინტი"
"შპს "ზუგდიდის სუპერმარკეტი"
სასტუმრო "კოლხი"
ეთნო სოფელი "სისატურა"
Rose moda
Hotel Atelier
საცხობი "ნანუ"
Door house
WOK SPOT
"არქი ვეი"
სასტუმრო "სამეგრელო"
რესტორანი "ბაგრატიონი"
ფესტივალის პარტნიორია: ზუგდიდი მოლი;
მედია პარტნიორები: ტელე-რადიო კომპანია "ოდიში", რადიო "ათინათი";
მასალის გამოყენების პირობები