8 ივლისის ღამიდან 12 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების ცნობით, 9-12 ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე კი 3-4 ბალიან შტორმს ელოდებიან.
სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები