მესტია "მთის დღეებს" უმასპინძლებს.
22 ივლისს, მთელი დღის განმავლობაში, ადგილობრივ მოსახლეობას, ქართველ და უცხოელ სტუმრებს ფესტივალი სხვადასხვა სანახაობას შესთავაზებს, მათ შორის, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა - გაყიდვას და მასტრეკლასებს, ცნობილი შეფების მიერ მომაზდებული და ადგილობრივი კერძების დეგუსტაციას, სხვადასხვა სპორტულ აქტივობას.
ასევე, გაიმართება დაჯილდოების ცერემონია - "მთის ამბები 2023".
ღონისძიება კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლი "ქართული ხმები" და ბენდი, "ჩვენი კვარტეტი", ნეკა სებისკვერაძე, ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები", ასევე ადგილობრივი შემსრულებლები.
წლევანდელი ფესტივალი "მთის დღეები", მთავრობის ადმინისტაციის ორგანიზებით, მესტიაში, უღვირის ტბასთან ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები