სამეგრელოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა.
ადიდდა მდინარეები, კალაპოტიდან გადმოვიდა ღელეები. განსაკუთრებით რთული ვითარებაა აბაშასა და სენაკში, სადაც სოფლების უმეტესობაში დატბორილია სახლების პირველი სართულები, სახნავ-სათესი სავარგულები, დახოცილია შინაური ფრინველი.
ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.
მუნიციპალიტეტების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
მასალის გამოყენების პირობები