“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარტიის წევრებთან ერთად მარტვილის სოფელ ხუნწში შეხვედრას მართავს.
ხაბეიშვილი ადგილობრივებს ოპოზიციური პარტიის საპენსიო რეფორმის დეტალებს აცნობს.
პარტიის თავმჯდომარემ შეხვედრის დაწყებისას მმართველი პარტიის აქტივისტებთან შესაძლო ფიზიკურ დაპირისპირებაზე ისაუბრა, თუმცა, შეხვედრამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
სხვა რეგიონებში მსგავსი შეკრებების დროს ფიზიკური შეხლა-შემოხლა და დაპირისპირება იყო.
ამავე თემაზე:გამარჯვება მარტვილში - სააკაშვილი პოსტს აქვეყნებს
მასალის გამოყენების პირობები