მომდევნო დღეებში ამინდი ისევ გაუარესდება - გარემოს ეროვნული საგენტო
16 - 17 ივლისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია სეტყვა.
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
,,მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს'', - აღნიშნავენ სააგენტოში.
სინოპტიკოსების განმარტებით, 15 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 18 ივლისის დილამდე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.
მასალის გამოყენების პირობები