გამოიცა ბრაილის შრიფტით გაფორმებული აუდიო წიგნი ,,მეგრული ხალხური ზღაპრები“.
ინფორმაციას ,
,შემოქმედებითი ზუგდიდი უკეთესი მომავლისათვის'' საკუთარ
ფეიზბუქ გვერდზე აქვეყნებს. მათივე ინფორმაციით, აუდიო წიგნი შეიმნა ქართველი მეცნიერების და მკვლევარების კორნელი დანელიასა და აპოლონ ცანავას მიერ შეგროვილი და 1991 წელს წიგნად გამოცემული მასალების საფუძველზე. მასში ორმოცდარვა ზღაპარია შესული მეგრული ხალხური ზეპირსიტყვიერების საგანძურიდან.
ამავე ცნობით, აუდიო წიგნი მეგრული ენის დაცვისა და პოპულარიზების მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ევროკავშირის პროექტის #EU4Culture მხარდაჭერით შემუშავებული კულტურის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში გამოსცა.
აუდიო წიგნები საჩუქრად გადაეცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ყველა საქალაქო და სასოფლო ბიბლიოთეკას.
მასალის გამოყენების პირობები