სვანეთში დღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა.
ფესტივალი 27 ივლისამდე გაგრძელდება და ყოველ საღამოს, სეტის მოედნაზე, თანამედროვე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების გარე ჩვენებები მოეწყობა.
ასევე ჩატარდება Pitching forum კონკურსი, სადაც გაიცემა ფულადი ჯილდოები პროექტის განვითარებისათვის — საუკეთესო პრეზენტაციის ავტორს გადაეცემა დამოუკიდებელი კინოპროექტის / Independent film project ჯილდო – 5000 ლარი, ხოლო საუკეთესო რეჟისორი ქალის პროექტს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯილდო – 3000 ლარი.
ღონისძიებაზე პირველად Work in progress კონკურსის ფარგლებში დაჯილდოვდებიან რეჟისორები თავიანთი მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმებით.
სხვა ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად ფესტივალის სტუმრები იქნებიან მსახიობი მერაბ ნინიძე და რეჟისორი გიორგი ოვაშვილი.
ფესტივალის დასკვნით დღეს, რეჟისორ მარიამ ხაჭვანის ფილმის, „დედეს“ ჩვენება ჭუბერში მოეწყობა.
ფესტივალი, რომელიც წელს მესამედ იმართება, მისი დამფუძნებლები არიან რეჟისორი მარიამ ხაჭვანი და პროდიუსერი თეიმურაზ ჩხვიმიანი. კინოფესტივალის მთავარი მიზანია მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა კინემატოგრაფებს სხვადასხვა საინტერესო პროექტის განხორციელებასა და განვითარებაში.
მასალის გამოყენების პირობები