დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 103 ოჯახს, სახლებს შეუსყიდის.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული ოჯახები, კომისიამ, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩია.
სამინისტროს განმარტებით, ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ ექვსთვიანი ვადა ეძლევათ.
იხილეთ ეკომიგრანტი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სახლებს
შეუსყიდის.
მასალის გამოყენების პირობები