29 ივლისს, მესტიაში, სეტის მოედნის სკვერში „სვანეთობა 2023" ჩატარდება.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმარციით, დილის 11:00 საათიდან სეტის სკვერში დაიწყება ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების პავილიონებთან დააგემოვნონ სვანური ტრადიციული სამზარეულო, ასევე დაათვალიერონ პავილიონებში წარმოდგენილი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები.
ამავე ცნობით, "სვანეთობა 2023"-ს 12:30 საათზე გახსნის ფოლკლორული ანსამბლი, ღონისძიებებს კი დახურავს სოფო ბედია. ამასთან, დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები.
ამავე დღეს მესტიასთან დამეგობრებული ლიეტუვის, ქალაქ ტელშაის, ჟამაიტიის დრამატული თეატრი კულტურის და ხელოვნების ცენტრში გამართავს სპექტაკლს "ეშმაკისეული შეთავაზება".
მასალის გამოყენების პირობები