ახალი ამბები
ნიკა მელია ზაზა გოროზიას მარტვილის მაგალითზე ენმ-ს წინააღმდეგ გარიგებაში ადანაშაულებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ამჟამინდელ ერთ-ერთ ლიდერს ზაზა გოროზიას, რომელიც, თავის მხრივ, შიდა პარტიულ არჩევნებში ლევან ხაბეიშვილს უჭერდა მხარს, პარტიის წინააღმდეგ გარიგებაში ადაანაშაულებს. მას მაგალითად 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოჰყავს, რომელშიც, მისი მტკიცებით, ზაზა გოროზია ფრიდონ ინჯიას (პატრიოტთა ალიანსი) გაურიგდა, რომელმაც, თავის მხრივ, მოგვიანებით „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი. მელია ამის შესახებ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს.




„ადამიანი, რომელიც თავად ადასტურებს, რომ "მართავს ჩრდილიდან" და თან არის "დანიშნული პოლიტიკური საბჭოს წევრი", არის განსახიერება ყველა იმ მანკიერებისა, რის გამოც ვებრძოდი და ვებრძვი ქართულ ოცნებას; განსახიერება იმ მანკიერებისა, რომლის გამოც ვთვლი, რომ დღევანდელი ფორმაციის ნაციონალური მოძრაობა ვერ იქნება ოცნების ალტერნატივა და ვერასდროს დაამარცხებს მას.

ამ ადამიანმა 2021 წელს, როდესაც მთელი პარტია, თითქმის ყველა მისი ლიდერი შესული იყო გადამწყვეტ, რეფერენდუმად გამოცხადებულ არჩევნებში, მარტვილის რაიონში დადო გარიგება ფრიდონ ინჯიასთან, კონკრეტულ სოფლებში არ დააყენებინა ნაციონალურ მოძრაობას კანდიდატები, შემდეგ კი ოპოზიციის მიერ მოგებული საკრებულო "გადაულოცა" ქართულ ოცნებას... სწორედ ეს არის პოლიტიკური კორუფციის "თვალსაჩინო" ნიმუში, რომელიც თუ არ აღმოიფხვრა, ვერასოდეს გავიმარჯვებთ.

არსებობს ქართული გამოთქმა, რომ "ციხე შიგნიდან ტყდება". ერთობა, რომელშიც მსგავსი ხალხია, ეროზირდება, ლპება და იხრწნება.

ძალა არ არის მსგავს ხალხთან ერთობაში - ეს მე გამოცდილებით ვისწავლე. ძალა მართალი, გაუყიდავი ხალხის ერთობაშია და მხოლოდ ღირებულებაზე დაფუძნებულ ერთობას შეუძლია გამარჯვების მოტანა.
სარეველაც მცენარეა, რომელიც სასარგებლო მცენარეების ადგილს იკავებს და თუ მას არ მოაშორებ, განადგურდება უფრო ფასეული - სარეველასთან ერთობა არც ბოსტანშია შესაძლებელი და არც პოლიტიკაში.

მეტი კონკრეტიკისა და სიზუსტისთვის კი აღვწერ, ზუსტად რა მოხდა მარტვილში და როგორი "რიგითი", "რუსეთისა და რუსული ოცნების წინააღმდეგ" მებრძოლია ზაზა გოროზია.

სოფელი ჭყონი - დაუთმო ინჯიას და მოიგო ინჯიამ.

სოფლები კიწია, ნოღა,გურძემი - არჩევნებიდან მოხსნა ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი და იქ მოიგო ოცნებამ. ეს სოფლები მოიგო ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა თემურ ჯანაშიამ და პარტია ნაციონალურმა მოძრაობამაც. აქ მაჟორიტარობის კანდიდატი რომ გვყოლოდა, ისიც უთუოდ მოიგებდა.

სოფელ სალხინოში ჩვენი ძლიერი კანდიდატი მოხსნა, სუსტი დააყენა და ინჯიას კანდიდატს დაუჭირა მხარი - შედეგად აქაც მოიგო ინჯიამ.

მარტვილის საკრებულოში სულ 36 მანდატია — 24 პროპორციული და 12 მაჟორიტარული. პროპორციული და მაჟორიტარული შედეგებისა და გაუნაწილებელი მანდატების შეჯამებით, ძალთა ბალანსი შემდეგნაირად გადანაწილდა:

“ქართული ოცნება” — 15 მანდატი

“ნაციონალური მოძრაობა” — 11 მანდატი

“გახარია – საქართველოსთვის” — 5 მანდატი

ინჯია — 4 მანდატი

“ევროპული საქართველო” — 1 მანდატი

ეს საკრებულო იქნებოდა ოპოზიციური, რომ არა ზაზა გოროზიას ლობირებით შესული ინჯიას პარტიის წევრები, რომელთაც მხარი დაუჭირეს ოცნებას. შესაბამისად, ოპოზიციურ მარტვილს ჰყავს საკრებულო, რომლის თავმჯდომარეც ოცნებიდანაა, ხოლო პირველი მოადგილე ინჯიას პარტიიდან“, - წერს ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე.

რადიო „ათინათი“ ეცადა ზაზა გოროზიას პოზიციის გარკვევას და მას დაუკავშირდა, თუმცა გოროზიამ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.