საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, 28 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა.
მათივე ცნობით, ათი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო ერთ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
მასალის გამოყენების პირობები