გალში მეოთხე დღეა 28 წლის ნათია ბახტაძეს ეძებენ. ინფორმაციას, სოციალურ ქსელში "გალ - ინფო" ავრცელებს.
ამავე ცნობით, გაუჩინარებული ოჯახის წევრებს, ბოლოს 28 ივლისს, დაახლოებით, 17 საათზე დაუკავშირდა, მას შემდეგ კი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს და ხაზზე არ გამოსულა.
ახლობლები დახმარებას ითხოვენ და ახალგაზრდა ქალის ფოტოს ავრცელებენ.
მასალის გამოყენების პირობები