გუშინ ბათუმში, საპროტესტო აქციის დროს დაკავებული პირებიდან 5 სენაკისა და ზუგდიდის წინასწარი დაკავების იზოლატორებში არიან მოთავსებულები.
მათ შორის, ორგანიზაცია "დროას" წევრი გენრი დოლიძეა, რომელსაც, თანაგუნდელების ინფორმაციით, სახის არეში დაზიანებები აღენიშნება.
"ადვოკატი შეხვდა ჩვენი ორგანიზაციის წევრს და ასევე, მეორე დაკავებულს, სამოქალაქო აქტივისტს. ორივე მათგანს სხვადასხვა დაზიანება აქვს. მათ შორის, გენრის, სახეზე ჩალურჯებები, გიორგი გველესიანს მაისური აქვს შემოხეული. საქმეში ჩართულია სპეციალური საგამოძიებო სამსახური", - უთხრა რადიო
"ათინათს" "დროას" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მარიამ სიჭინავამ.
წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულები ახლა ბათუმში სასამართლოში გადაყვანის მოლოდინში არიან.
დაკავებულებს შორისაა ჯვარის ყოფილი გამგებელი
ირაკლი ხარჩილავა. ყველა მათგანი გუშინ ბათუმში რუსული ხომალდის "ასტორია გრანდეს" ჩამოსვლას აპროტესტებდა.
მასალის გამოყენების პირობები