წალენჯიხაში სტუდენტებისთვის საზაფხულო დასაქმების პროგრამაზე რეგისტარცია დაიწყო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქმედ სტუდენტებს მერიის საპილოტე პროგრამის ფარგლებში დაასაქმებენ.
შეაბამისი განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. როგორც რადიო "ათინათს" მერის პირველმა მოადგილემ ვანო ბურდულმა უთხრა, მერიას სტუდენტების დასასაქმებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. დასაქმების პროგრამა კი აგვისტოსა და სექტემბერის პირველ ნახევარში უნდა განხორციელდეს.
"პირველ ეტაპზე, დაახლოებით, 40 სტუდენტს დავასაქმებთ საჯარო სამსახურში, მერიასა და ააიპ-ში მათი კომპეტენციის, სპეციალობისა და სურვილის შესაბამისად. მომავალში კი, შესაძლოა, კერძო სექტორიც ჩავრთოთ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ აღმოვაჩინოთ და წალენჯიხაში დავაბრუნოთ ახალგაზრდები", - თქვა ბურდულმა.
პროგრამაში მონაწილეთა შრომითი ანაზღაურება 45 დღის განმავლობაში 750 ლარი იქნება, განცხადებების მიღება კი მერიაშია შესაძლებელი. მერის მოადგილის ინფორმაციით, დასაქმდება ის პირველი 40 სტუდენტი, რომელიც განაცხადს გააკეთებს.
მასალის გამოყენების პირობები