შაბათ-კვირას სენაკსა და აბაშაში დაგეგმილი „მუსიკალური საღამოები“ აღარ გაიმართება.
ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია იუწყება. გასართობი ღონიძიების გადადება რაჭაში მომხდარ სტიქიურ უბედურებას უკავშირდება.
რაჭაში, კურორტ შოვში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაკარგულ 31-მდე ადამიანს ამ დრომე ეძებენ, მათ შორის, ბავშვებს. უკვე ნაპოვნია 6 ცხედარი.
მაშველებმა სამაშველო ვერტმფრენით 200-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა მოახერხეს სტიქიის ზონიდან. სრულად განადგურებულია ინფრასტურქტურა.
ფოტო: მთის ამბებიამავე თემაზე:
რაჭაში მომხდარი ტრაგედიის გამო დადიანების სასახლეში გამოფენის გახსნა გადაიდო
მასალის გამოყენების პირობები