ონკოპაციენტებისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, მკურნალობა ხელმისაწვდომი იქნება, - ჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, მათ შორის, იმ პაციენტებსაც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია.
ცვლილებამდე, მათ აღნიშნული მომსახურებები არ უფინანსდებოდათ. სიახლე შეეხებათ დაზღვეულ ვეტერანებსაც.
"აღნიშნული გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
უწყების თანახმად, ცვლილება უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ.
მასალის გამოყენების პირობები