მომდევნო ორი დღე სინოპტიკოსები წვიმასა და სეტყვას ვარაუდობენ
11 აგვისტოს დღის ბოლოდან 13 აგვისტოს დილამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა.
ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება. ამავე ცნობით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და სეტყვა.
სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები