ოკუპირებულ აფხაზეთში წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაქცეულ მამაკაცს ეძებენ. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, 35 წლის გურგენ კირაკოსიანი დრანდის ციხიდან 13 აგვისტოს გაიქცა. სოფელ იაშტუხის მკვიდრი, "მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების" ბრალდებით იყო დაკავებული.
"ამ დრომდე გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მსჯავრდებული გ.ა.კირაკოსიანის დაკავების მიზნით", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები