გულრიფშის სოფელ ბაბუშერაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, რაიონის ე.წ. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ხაჯარატ ასლანძიას წინააღმდეგ. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "გენერალური
პროკურატურა" ავრცელებს.
ამავე ცნობით, ამ უკანასკნელმა, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტის საფუძველზე, ბაბუშერაში, სანადირო დანით ექვსი ჭრილობა მიაყენა ლავრიკ ფაჩულიას. მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცაველებმა ასლანძია იმავე დღეს დააკავეს.
"უახლოეს მომავალში, ასლანძიასთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიების ორგანო გულრიფშის რაიონის სასამართლოს გაუგზავნის მოთხოვნას პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიების შერჩევის თაობაზე", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
შემთხვევა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები