2023 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით საქართველოში რძის წარმოება გაიზარდა, ხორცის კი შემცირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამავე პერიოდში რქოსანი პირუტყვის სულადობა, წინა წლის მაჩვენებელთამ შედარებით,5.6 პროცენტით შემცირდა და 929.7 ათასი სული შეაგდინა.
„საქსტატის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა რომ ფურისა და ფურკამეჩის, ღორის შესაბამისი მაჩვენებელი ნაკლებია, ხოლო ფრინველთა რაოდენობა კი მეტი.
წინასწარი მონაცემებით, მეორე კვარტალში რძის წარმოება წინა წლის მაჩვენებეკლთნ შედარებით 5.6 პროცენტით მეტია.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია მილიონი კვერცხი, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 5.3 პროცენტით ნაკლებია, ვკითხულობთ „საქსტატის“ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები