ენგურჰესის გამომუშავება 2023 წლის ექვს თვეში 12 % - ით შემცირდა, ჰესმა 1.4 მილიარდ კვტ.სთ - მდე ელექტროენერგია გამოიმუშავა.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჯამში გენერაცია 70% - ს შეადგენდა, მიუხედავად მთლიანი გამომუშავების 3.6%-იანი კლებისა,წერს BM.GE.
ამავე ინფორმაციით, ჰიდროენერგიის კლება, განპირობებულია ენგურისა და ვარდნილის კასკადის გენერაციის 14% - იანი შემცირებით.
ქარის ელექტროსადგურის ჯამურმა მიწოდება მხოლოდ 0.6% - ს შეადგენდა.
ჯამში ექვს თვეში გენერაციის ობიექტების გამომუშავება ამგვარად გადანაწილდა: 70% - ჰიდროგენერაცია; 22% - თბოგენერაცია, 8% კი იმპორტი.
ერთ პროცენტზე მცირეა ქარის სადგურის წილი მთლიან გამომუშავებაში.
გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ჰიდროგენერაციის წილი 3%-ით, ხოლო თბოგენერაცია 2%-ით არის გაზრდილი.
მასალის გამოყენების პირობები