მარტვილში, სალხინოში, ავტოსაგზაო შემთხვევას 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ის ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, მას მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სსკ - ის 276 - ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შსს -ს ინფორმაციით, დაკავებულია ავტომობილის მძღოლი.
შემთხვევა წუხელ მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები