ხობის მუნიციპალიტეტის სოფელს ხამისკურში, ცოტა ხნის წინ, მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი დისტრიბუციის მანქანას შეეჯახა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა 6 ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებულები არიან
სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
მოძრაობა, გზის ამ მონაკვეთზე დროებით შეფერხებული ოყო, ამ ეტაპზე, ის ცალმხრივად გახსნილია და სავარაუდოდ, მალევე აღდგება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სსკ - ის 276 - ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.
მასალის გამოყენების პირობები