სურსათის ეროვნული სააგენტო, ბაზარზე უხარისხო მცენარეთა დაცვის საშუალებების განთავსების აღკვეთის მიზნით, სპეციალიზებულ სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს.
ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
სეს-ის ცნობით, კონტროლი უკვე 300-მდე ობიექტში განხორციელდა, 29 შემთხვევაში კი შენახვისა და რეალიზაციის დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა. ასევე, გამოვლინდა რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები. გამოვლენილ დარღვევებზე კი სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარეს.
„დღეისათვის პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო 600-მდე ობიექტია რეგისტრირებული. მიმდინარე წელს დაგეგმილია ყველა ობიექტის შემოწმება და გამოკვლეული იქნება პრეპარატების 500-მდე ნიმუში.
შემოწმებისას ყურადღება ექცევა სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს“, - ვკითხულობთ სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები