მესტიასა და ზუგდიდში იარაღის უკანონო ფლობისთვის ორი პირი დააკავეს
სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიისა და ზუგდიდის რაიონული სამმართველოების თნამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებებისა და ჩხრეკის შედეგად, 2 პირი დააკავეს.
პოლიციამ ნივთმტკიცებად 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი,9 მჭიდი, 91ვაზნა, სანადირო თოფი და ხელყუმბარა ამოიღო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, დაკავებულები 1990 და 1961 წელს დაბადებული პირები არიან.
სულ პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის ფლობისთვის 14 ადამიანი დააკავა.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს.
ფოტო: შსს
მასალის გამოყენების პირობები