დევნილთა სააგენტომ 2023 წელს, სოფლად სახლი იძულებით გადაადგილებულ 1 300-მდე ოჯახს უკვე შეუსყიდა.
ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით დევნილებისთვის, „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება.
„პროექტის ფარგლებში, ოჯახები განსახლების ადგილსა და სახლს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე არჩევენ. სახლების, დიდ ნაწილს, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყებისა და დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენის შესაძლებლობას აძლევს'', - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს განმარტებით, ამ ეტაპზე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტის ფარგლებში, კიდევ ასობით იძულებით გადაადგილებული ოჯახის განსახლების საკითხს განიხილავს.
2025 წლის ბოლომდე, სააგენტო სოფლად სახლს, ჯამში, 6000 დევნილ ოჯახს შეუსყიდის.
მასალის გამოყენების პირობები