სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის და საცხენოსნო სპორტული კლუბის ორგანიზებით, ცხენოსნობაში სამტრედიის გრან-პრი გაიმართა.
როგორც
საცხენოსნო კლუბ ,,ხარებას'' მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 5000 მეტრიან დისტანციაზე პირველი ადგილის მფლობელი ზუგდიდის კლუბ "ხარებას" მხედარი საბა ხურცია გახდა. მისი მწვრთნელი საბა ეხვაიაა, გამარჯვბეული ცხენი კი ,,ლიმონა''.
ორგანიზატორების ინფორმაციით, იპოდრომზე შეკრებილ გულშემატკივარს საშუალება ჰქონდა თვალი ედევნებინა ცხენოსნობის ისეთი სახეობებისთვის, როგორიცაა დოღი, ისინდი, მარულა, ყაბახი მოქნევა და ცხენბურთი.
ტურნირში მონაწილეობას იღებდა საქართველოში არსებული სხვადასხვა საცხენოსნო კლუბი, რომელიც მედლებით, თასებით, სიგელებით და ფულადი პრიზებით დააჯილდოვეს.
მასალის გამოყენების პირობები