2023-2024 სასწავლო წლისთვის აბიტირიენტებისთვის გამოყოფილი გრანტი 12 600 000 ლარია
ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე აბიტურიენტებისთვის გასაცემი სახელმწიფო გრანტის მოცულობა წელს 12 600 000 ლარია, ამის შესახებ შესაბამის დადგენილებაში ვკითხულობთ.
დადგენილების მიხედვით, სტუდენტები, საგრანტო კონკურსში მოიპოვებენ სრულ სახელმწიფო სასწავლო, ნაწილობრივ სახელმწიფო სასწავლო გრანტს ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის უფლებას.
მოპოვებული ქულების მიხედვით კი სტუდენტები დაფინანსდებიან 215 000 ლარის ფარგლებში შემდეგი ოდენობებით: სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი - 70 000 ლარი; სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის 70 პროცენტი - 70 000 ლარი; სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის 50 პროცენტი - 75 000 ლარი.
დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა ისევ 2 250 ლარი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები