ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია გალის რაიონში ენგურჰესის კომპლექსის საქმიანობას გაეცნო.
ინფორმაციას მისი "პრესსამსახური" ავრცელებს. ამავე ცნობით, "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონიამ ე.წ. პრეზიდენტს მიაწოდა ენერგეტიკული კომპლექსის ფუნქციონირებისა და მისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ.
"მიუხედავად ამისა, შემოდგომაზე წყალი არ იქნება საკმარისი და შესაბამისად, მოგვიწევს, ელექტროენერგიის უზრუნველსაყოფად ისევ რუსეთის ხელმძღვანელობას მივმართოთ", -აღნიშნა ბჟანიამ.
მისივე თქმით, მსგავსი სიტუაციები "ბევრ მეზობელ სახელმწიფოს შეექმნა". "საქართველოში იყო დრო, როცა ელექტროენერგია 5,7,10 საათის განმავლობაში ითიშებოდა. არის ეკონომიკური მიდგომები, უკვე დანერგილია და ჩვენ დაგვჭირდება ამ გზით გავლა.
სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. ამ თანხის გადახდა აუცილებელია ისევე, როგორც ვიხდით პურში, ფქვილში, მობილურ კავშირსა და სხვა საქონელში, რომელსაც ვიყენებთ. ელექტროენერგია არის იგივე საქონელი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ.
ჩვენთან ელექტროენერგეტიკა პოლიტიკას ექვემდებარებოდა. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ეს ეკონომიკის სფეროა და ეკონომიკის კანონებით უნდა იარსებოს. ეს უნდა გავითავისოთ და გავიგოთ", - აღნიშნა ბჟანიამ.
მასალის გამოყენების პირობები