სოხუმში, ზღვის სანაპიროზე უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს.
ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
ამავე ცნობით, დრონი დედაქალაქის სანაპიროზე, "მაიაკის" რაიონში ტრიალებდა.
უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულები იყვნენ პიროტექნიკის განყოფილების თანამშრომლები.
"აღმოჩენის ადგილზე სამაშველო უწყების პიროტექნიკის განყოფილების თანამშრომლები გავიდნენ. უპილოტო აპარატის დათვალიერების შემდეგ სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ის ზღვაში რამდენიმე თვე ტივტივებდა და არანაირ საფრთხეს წარმოადგენდა", – ნათქვამია ე.წ. გადაუდებელ ვითარებათა სამინისტროს განცხადებაში.
საფრენი აპარატი დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომელმა აღმოაჩინა.
მასალის გამოყენების პირობები