ახალი ამბები
გადადგნენ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობებიდან გადადგნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო "ინტერფაქსი" ავრცელებს.

,,ინტერფაქსის'' ცნობით, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება ინალ არძინბამ ორშაბათს, 4 სექტემბერს დაწერა, თუმცა ე.წ პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას განცხადებაზე ხელი არ მოუწერია.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახურზე დაყრდნობით, სააგენტომ ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელძღვანელის, ჯანსუღ ნანბას თანამდებობიდან გადადგომის შესახებაც გამოაქვეყნა ინფორმაცია.

"4 სექტემბერს, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ჯანსუღ ნანბამ, პირადი განცხადების საფუძველზე, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა", - განაცხადა მარიანა კვიცინიამ, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანია.

კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტო „ინტერფაქსში''  განმარტავენ, რომ ასლან ბჟანიამ უკვე ხელი მოაწერა ნანბას გათავისუფლების შესახებ ბრძანებას.

ნანბა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ფინანსთა მინისტრი იყო, 2022 წლის აგვისტოდან კი ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახდა.

ინალ არძინბა ე.წ აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2021 წლის ნოემბრიდან იკავებდა, ხოლო იქამდე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო.


ამავე თემაზე:

ასლან ბჟანიამ ინალ არძინბას "უმაღლესი დიპლომატიური რანგი" მიანიჭა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
25 / ნოემბერი 2024
ბელორუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთში 300 - ნომრიანი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს და საკურორტო კომპლექსის აშენებას გეგმავს, სამკურნალო-სარეაბილიტაციო სპა-ცენტრით და ტალახის წყაროებით.
25 / ნოემბერი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 8 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
25 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აპროტესტებს. დღევანდელ აქციას სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის ზუგდიდიდან უერთდებიან.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.