უახლოეს დღეებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი - გარემოს ეროვნული სააგენტო
6 სექტემბრიდან 9 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ჰაერის ტემპერატურა კი დაბლობსა და ბარში +25, +30 გრადუსი იქნება.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სანაპირო რაიონებში, მათ შორის ფოთში, 7-8 სექტემბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +27, +29 გრადუსი.
„დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი“, - აღნიშნულია სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები