გარდაიცვალა ბავშვი, რომელიც ანაკლიაში მდინარე ენგურში გადავარდა
ანაკლიაში, მდინარე ენგურში ჩავარდნილი 2 წლის ბავშვი მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
ბიჭი კლინიკაში ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან გუშინვე გადაიყვანეს, თუმცა მძიმე მდგომარეობაში მყოფი მცირეწლოვნის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევა ანაკლიაში გუშინ მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სახლის უკანა ეზო მდინარის ნაპირს ემიჯნება. ბავშვი, სავარაუდოდ, უკანა ეზოში თამაშობდა, როცა ენგურში ჩავარდა.
მასალის გამოყენების პირობები