წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში ორი საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად სრულად დაიწვა.
ერთი - ერთ სახლს გუშინ საღამოს გაუჩნდა ცეცხლი, სადაც ოჯახის ყველა წევრი იმყოფებოდა, მეორე კი გამთენიისას დაიწვა, თუმცა ხანძრის დროს იქ არავინ არ იყო.
ადგილობრივების ინფორმაციით, ვერცერთმა ოჯახმა ნივთების გამოტანა ვერ მოასწრო. მათივე ცნობით, ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი ელექტროგაყვანილობაა.
ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და წალენჯიხის მერიის წარმომადგენლები.
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, თამარ ბელქანიას ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მისივე თქმით, დაზარალებულ ოჯახებს წალენჯიხის მერია პროგრამით გათვალისწინებულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს.
მასალის გამოყენების პირობები