ზუგდიდში მოსულა ძლიერმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქალაქში.
სახლების ეზოებსა და პირველ სართულებზე წყალი შევიდა, დააზიანა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი.
ადგილობრივები სანიაღვრეების პრობლემაზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ.
დილით დაიტბორა ცენტრალური ბაზრის და რუსთაველის ქუჩაზე განთავსებული ავეჯის მაღაზიების ტერიტორია.
ამ დროისთვის ზუგდიდში აღარ წვიმს, დატბორილი ადგილების უმეტეს ნაწილში წყალი დაიწრიტა.
მასალის გამოყენების პირობები