როგორი ამინდია ნავარაუდევი 11- დან 13 სექტემბრამდე საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 - 12 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ხოლო 13 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
უწყების ცნობით, 11 - 12 სექტემბერს ზუგდიდში, მარტვილსა და ფოთში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო, ხოლო 13 სექტემბერს დროგამოშვებით ხამოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა კი +24, +26 გრადუსი იქნება.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მესტიაში 11 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 12-13 სექტემბერს კი დროგამოშვებით წვიმა ელჭექთ არის ნავარაუდევი. ტემპერატურა კი +14, +16 გრადუსი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები