ზუდიდის მუნიცუპალიტეტის სოფელ კახათში ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
რადიო ,,ათინათის'' ინფორმაციით, დაშავებული პირი დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა.
შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიკვდილი. აღნიშნული მუხლი 6-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები