მომდევნო დღეებში სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში წვიმას ვარაუდობენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-14 სექტემბერს საქართველოს ტერიტორის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 15 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი.
უწყების ცნობით, 13-14 სექტემბერს ზუგდიდში, მარტვილსა და ფოთში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ხოლო 15 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან უნალექო ამინდი. სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა +25, +27 გრადუსი იქნება.
სააგენტოს განმარტებით, მესტიაში 13-14 სექტემბერს ნავარაუდევია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 15 სექტემბერს კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი +17, +19 გრადუსი.
მასალის გამოყენების პირობები