"ქართული ოცნების" მარტვილის ორგანიზაციას მერი თორნიკე ჯანაშია უხელმძღვანელებს, აბაშის ორგანიზაციას კი - მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია.
პარტიულ კონფერენციებზე, რომლებსაც თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და გენერალური მდივანი კახა კალაძე უძღვებოდნენ, ბიუროს წევრებიც აირჩიეს.
ამით დასრულდა ოთხდღიანი პარტიული ღონისძიება, რომელიც 11 სექტემბერს ზუგდიდით დაიწყო. კონფერენციები სამეგრელო-
ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები